- მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, რათა შეძლონ გაანალიზონ საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობები და სამართლებრივი ნორმები გამოიყენონ რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციებში.
ამოცანები
- ინფორმირებული, აქტიური და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის აღზრდა;
- მოსწავლეებში სამოქალაქო ცოდნის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ტოლერანტობის, სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის პატივისცემის კულტურის ამაღლება;
- სასკოლოთაშორისო ეფექტიანი თანამშრომლობის კულტურის დამკვიდრება;
- ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა.
დამატებითი ინფორმაცია
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები განხორციელდება სკოლების ბაზაზე და ითვალისწინებს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ჩართვას სამოქალაქო აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში. შეხვედრები მოეწყობა თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან. სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით მოსწავლეებს ექნებათ საშუალება შექმნან და წარმოადგინონ იმიტირებული სასამართლო პროცესები, მიიღონ ინფორმაცია და ჰქონდეთ წარმოდგენა, თუ რა უფლებებით სარგებლობენ ისინი, რა დოკუმენტებშია ჩამოყალიბებული ეს უფლებები და როგორ შეიძლება მათი დაცვა და გატარება. ჩაატარონ გამოკითხვა და მიიღონ მონაწილეობა დისკუსია /დებატებში საზოგადოებაში მიმდინარე პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით. ნახონ ვიდეოფილმები, რომელიც მოიცავს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ თემებს, როგორიცაა კონფლიქტები, შერიგება, ტოლერანტობა. ჩატარდება პრეზენტაციები და ლექცია-სემინარები, გამოცხადდება ესეებისა და ნახატების კონკურსები. დაიბეჭდება საინფორმაციო ბროშურები. შეიქმნება ბლოგი, სადაც განთავსება პროექტის ფარგლებში მიმდინარე ინფორმაცია;
No comments:
Post a Comment